|
2025-05-23 18:37:23, 1211 ნახვა
სამართალი
ზვიად ცეცხლაძის მამა - ბრალდებულები ცალსახად სახლში არიან გასაშვები, არაფერი უმტკიცდებათ
ბრალდებულები ცალსახად სახლში არიან გასაშვები, რადგან არაფერი უმტკიცდებათ, არაფერი უდგინდებათ, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა. ზურაბ ცეცხლაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კარგი მოლოდინები არ აქვს. „ნორმალური სასამართლოს პირობებში გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოვიდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა სასამართლოც გვაქვს. შესაბამისად კარგი მოლოდინები არ გვაქვს“, - განაცხადა ცეცხლაძემ. რაც შეეხება 26 მაისს დაგეგმილ აქციას, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, ღონისძიებაზე ის და სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც აუცილებლად იქნებიან. „26 მაისის ღონისძიებაზე აუცილებლად ვიქნები. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც მოვლენ და ერთად ჩავატარებთ ამ ღონისძიებას. საპროტესტო ღონისძიების სახე აღარ აქვს. პრეზიდენტის ირგვლივ შეკრებილმა საზოგადოებამ უფრო საზეიმო ხასიათი მისცა, ყველამ უნდა ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე. შესაბამისად ჩვენც ვუერთდებით“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)