|
2025-05-23 17:44:00, 1159 ნახვა
სამართალი
პოლიციელი 8 პირის სხდომაზე - არ დამინახავს, ქვა ვინ ისროლა, ორგანიზებულობაც არ შემიმჩნევია
მე კონკრეტულად ვერ გეტყვით, ესენი არიან თუ - არ არიან, მაგრამ ვინც ეს ჩაიდინა, პრეტენზია მაქვს, - ამის შესახებ დაზარალებულმა პოლიციელმა კახა ონიანმა ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 ბრალდებულის სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც მან სასამართლო პროცესზე აღნიშნა, დაზიანება მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 1-ელ დეკემბერს მიიღო. მოწმე პოლიციელის თქმით, მას არ შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს, წარმოდგენილი ბრალდებულებიდან ვინმემ ჩაიდინა თუ არა კონკრეტული ქმედება. „იყო შეძახილები, უწმაწურ სიტყვებს იყენებდნენ, ამას მთლიან აქციაზე ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ აგრესია იყო, მშვიდობიანი მონაწილეებიც იყვნენ იქ, რომლებიც აგრესიას არ გამოხატავდნენ... იყო მშვიდი ხალხიც, ისინი თავიანთ პოზიციას მშვიდად და წყნარად გამოხატავდნენ, იყო ჯგუფი, რომელიც აგრესიას გამოხატავდა, ვერ გეტყვით, რატომ. იყო იქ 200-300 ადამიანი, რომელიც სულ აგრესიულად იქცეოდა, იგინებოდნენ, მოდიოდნენ ახლოს, სადაც ჩვენ ვიყავით... პირისპირ რომ გაგინებს დედას, გამომწვევად იქცევა, თმენის ვალდებულება გვაქვს, მაგრამ ძნელი მოსასმენია. ნივთების სროლა დაიწყეს - იყო ქვები, ერთი შუბლის არეში მომხვდა, სასწრაფოს მანქანაში აღმომიჩინეს დახმარება, შემდეგ კავკასიის ეროვნულ ცენტრში გადამიყვანეს, ჭრილობა გამიკერეს, მედიკამენტები დამინიშნეს",- განაცხადა ონიანმა. კითხვაზე, შეუძლია თუ არა თქვას, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს მისი დაზიანება, პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა. „მე ვერ დავადასტურებ რომ ამ ხალხმა ისროლა რამე და ვერც უარვყოფ, ძალადობაზე პრეტენზია ყოველთვის მაქვს, ვგმობ ამას ნებისმიერის მხრიდან. ეს მხოლოდ ნერვების არა, ჯანმრთელობის ფასად [გვიჯდება]. დაზარალებული პოლიციელების უკან ოჯახები დგანან, ადვილია პოლიციაზე გინებები, ისინიც ადამიანები არიან, ჩემი კოლეგები და მეც. ვიღაცამ ქვა ისროლოს და გაგწიროს, არაფრის გამო, შეიძლება ის ქვა საფეთქელში, თავში მოგხვდეს, მთელი ცხოვრება შშმპ დარჩე, ჩემთვის მიუღებელია.... მე კონკრეტულად ვერ გეტყვით, ესენი არიან თუ - არ არიან, მაგრამ ვინც ეს ჩაიდინა, პრეტენზია მაქვს",- განაცხადა ონიანმა. ადვოკატის კითხვაზე, დაინახა თუ არა ვინ ესროლა ქვა, მან განაცხადა, რომ - არა. ასევე ადვოკატის კითხვაზე, ორგანიზებას ვინმე უწევდა თუ არა, პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა. "ორგანიზებულობა არ შემიმჩნევია გარდა იმისა, რომ ქვები ერთბაშად მოდიოდა",- განაცხადა ონიანმა. ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)