21:04 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 15:09:26, 1062 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის

ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის - რაც შეეხება წერილებს, თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს, ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ,- ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა საპატიმროში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც უფლებადამცველმა განმარტა, ზურაბ ჯაფარიძის ბრძოლის ხაზი ციხეზე გადის და ვინც გარეთ არის მოუწოდებს, „მაქსიმალურად შეეცადონ, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი იყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება“.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზურა მალე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, რა თქმა უნდა, მოლოდინები, ხშირ შემთხვევაში, არ მართლდება ხოლმე. ზურა არ აღიარებს დანაშაულს, ის მიიჩნევს, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური.

რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს წერილებთან დაკავშირებით, მათი პოზიციაა, რომ ზურა თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს. ერთადერთი, შემიძლია, ჩემი ხელნაწერით, ისიც, რა თქმა უნდა, ჩემსა და ზურას შორის საუბარი არის კონფიდენციალური და ნაწერებიც, არავის აქვს ამ შინაარსის გაცნობის უფლება. რა თქმა უნდა, ესეც დამოკიდებულია იმაზე, რომელი პენიტენციური დაწესებულებაა, თუმცა ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ“, - აღნიშნავს ირაკლი ჩომახაშვილი.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძეს ხელბორკილი სასამართლო დარბაზშივე დაადეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics