|
2025-05-23 13:49:49, 876 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშენკო - ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან, მათ ტვინი გამოურეცხეს, რომ ჩვენ მტრები ვართ
ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მოწინააღმდეგეები. მომხრე ვართ, რომ როგორც ოსებმა, ასევე აფხაზებმა ქართველებთან მშვიდობიანად იცხოვრონ, როგორ გაერკვევიან, ეს მათი საკითხია, - ასე მიმართა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ნიკოლაი როგაშჩუკს, რომელიც საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. მისი თქმით, საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა. „ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდა. ძალიან მიხარია, რომ ეს მოხდა. ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან. ისინი ძალიან აფასებენ ჩვენს ხალხს. ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულება კი მეტ-ნაკლებად ნორმალურია. დიახ, მათ ტვინი გამოურეცხეს, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები, მეტოქეები და თითქმის მტრები ვართ. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მოწინააღმდეგეები. ჩვენ მომხრე ვართ, რომ როგორც ოსებმა, ასევე აფხაზებმა მშვიდობიანად იცხოვრონ ქართველებთან. როგორ გაერკვევიან, ეს მათი საკითხია. არ ვერევით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესოა ადამიანებისთვის. ეს ჩვენი პოზიციაა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)