23:32 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 10:40:42, 872 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამშვიდობო მოლაპარაკებებში ვატიკანის მონაწილეობას

რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ისა და ევროპის ლიდერები ვატიკანზე იმედებს ამყარებენ რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის კუთხით, თუმცა კრემლი არ არის დაინტერესებული, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებისთვის ვატიკანში გაემგზავროს.

როგორც „ბლუმბერგს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რუსი ოფიციალური პირები არ გეგმავენ ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ვატიკანში ან სხვაგან მოლაპარაკებებისთვის და ისინი კონცენტრირებულნი არიან ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებებზე, რომლებიც გასულ კვირას, სტამბოლში გაიმართა. ამასთან, კრემლში ელოდებიან, რომ ეს მოლაპარაკებები სტამბოლშივე განახლდება.

როგორც გამოცემა წერს, მოლაპარაკებები შეიძლება, მომდევნო კვირაში ჩატარდეს, თუმცა, ეს დამოკიდებულია რუსეთის მზაობაზე, მატში მონაწილეობა მიიღოს.

გამოცემის წყაროების თანახმად, აშშ-ის წარმომადგენლები კონტაქტში არიან უკრაინელებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ მოლაპარაკებები ჩატარდება.

წყაროების თანახმად, რუსული ეკლესია ეწინააღმდეგება ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში. გარდა ამისა, აღნიშნავენ,რომ იტალია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრია, რომელმაც 2023 წლის მარტში გასცა ბრძანება ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ და იგი ვალდებულია დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი, თუ ის რომში ჩავა.

„მაშინაც კი, თუ ყველა ეს ბარიერი დაძლეული იქნება, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის შეთანხმების მიღწევისგან, რომელიც ტრამპის, პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით ომის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოსაწერად შეხვედრას მოითხოვს“, – წერს „ბლუმბერგი“.

ამასთან, „ბლუმბერგი“ სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი თურქეთს უკეთეს ადგილად მიიჩნევს მემორანდუმზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics