|
2025-05-22 14:57:47, 1239 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას და კიდევ 7 პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის საქმეზე ბრალდებული გიგი უგულავას და კიდევ 7 პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების - გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძის, ირაკლი წიგნაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ნიკოლოზ კუპატაძის, ნიკოლოზ ქუმსიშვილის და ალექსანდრე გოგოლაძის საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. როგორც პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, პოლიტიკური დევნაა. „საზოგადოებას ახსოვს, ეს სამართლის მორიგი აბსურდი, იმდენად, რომ ბოლოს თავად მოუწიათ შეცვლა წინასწარი პატიმრობის. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნაა, დღეს გაცილებით მძიმე ამბები ხდება, ჩვენ ვაკვირდებით გამოცხადებული დაჭერების ქრონიკას“, - განაცხადა გიგი უგულავამ. მისივე თქმით, „ყველა პროცესი უკანონოა, ეს სასამართლო არ არის, მონსტრების კორპორაციაა, რომელსაც რასაც უბრძანებენ იმას აკეთებს“. ასევე, დღევანდელ პროცესზე გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. ცნობისთვის, ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. 2 თებერვალს „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა. წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)