2016-03-16 20:49:36, 695 ნახვა
სამართალი
განათლების მინისტრმა საბჭოს წევრებს ვითარების დასტაბილურებისთვის გონივრული ვადა მისცა
განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებისა შორის გამართულ შეხვედრაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას საკითხზე იმსჯელეს.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს წევრებმა განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი იყო სტუდენტების მოთხოვნა რექტორის გადადგომასთან დაკავშირებით. საბჭოს წევრთა განცხადებით, განათლების მინისტრმა მათ უნივერსიტეტში არსებული ვითარების დასტაბილურებისთვის გონივრული ვადა მისცა.
საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტში არსებული სიტუაცია დღეს ფაქტობრივად უმართავია, თუმცა როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიკა გერსამიამ განაცხადა, ამ ეტაპზე დღის წესრიგში ვლადიმერ პაპავას გადაყენების საკითხი არ დგას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან