06:57 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 18:53:03, 935 ნახვა

სამხედრო
ამერიკელი ჟურნალისტები ქართველ კაპრალზე რეპორტაჟს ამზადებენ

საქართველოს თავდაცვის უწყებას ამერიკული ტელეარხის ESPN-ის ჟურნალისტები ეწვივნენ. ამერიკელი ჟურნალისტები საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის კაპრალ გულადი თოდუაზე რეპორტაჟს ამზადებენ. კაპრალი 2016 წლის „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელია. ჟურნალისტებმა კაპრალ თოდუასთან ვრცელი ინტერვიუ უკვე ჩაწერეს. დღის ბოლოს კი გადაღებებს ვარჯიშის პროცესსა და ოჯახურ გარემოში გეგმავენ. ESPN-ის პროდიუსერის ჯიმ ფაბიოს თქმით, გადაცემაზე მომუშავე გუნდმა პროგრამის ქართველი მონაწილე სხვა სპორტსმენებისგან საინტერესო ისტორიით გამოარჩია.

ქართველი კაპრალის შესახებ მომზადებული რეპორტაჟი ტელეარხის ეთერში „ძლიერთა თამაშების“ განმავლობაში იტრიალებს. „ძლიერთა თამაშები“ 2016 წლის მაისში, აშშ-ში ფლორიდის ქალაქ ორლანდოში გაიმართება.

კაპრალი გულადი თოდუა 2008 წლის 8 აგვისტოს ბრძოლის დროს დაიჭრა და მარცხენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. იგი ჩართულია დაჭრილ სამხედროთა რეაბილიტაციის პროგრამაში და აქტიურად მისდევს სპორტს. „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს სახელით 2014 და 2015 წლებშიც მონაწილეობდა და მშვილდოსნობაში, მჯდომარე ფრენბურთსა და ნიჩბოსნობაში ასპარეზობდა.

წელს „ძლიერთა თამაშებში“ კაპრალ გულადი თოდუასთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების 13 დაშავებული სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ისინი მჯდომარე ფრენბურთში, სირბილში, მშვილდოსნობაში, მძლეოსნობასა და ნიჩბოსნობაში იასპარეზებენ.

"ძლიერთა თამაშები" დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდასაჭერად და მათივე მონაწილეობით იმართება. ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე, მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. „ძლიერთა თამაშები“ შესაძლებლობას იძლევა, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი იმ მეომრებს, რომლებმაც ადამიანთა კეთილდღეობისთვის მსხვერპლი გაიღეს, დაშავდნენ ბრძოლებსა თუ სამშვიდობო მისიებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics