|
2025-05-20 14:17:26, 2154 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით დროის მოგებას ცდილობს
რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით დროის მოგებას ცდილობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს ესაუბრა და პარტნიორებთან კონტაქტებისა და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გუშინდელი სატელეფონო საუბრის დეტალები განიხილა. „ეჭვგარეშეა, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს. მაგიდაზე მკაფიო და რეალისტური წინადადებები უნდა იყოს. უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის და თუ რუსეთი არარეალური პირობების წამოყენებასა და პროგრესისთვის ხელის შეშლას გააგრძელებს, მაშინ ამას მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ამასთან, მისი თქმით, უკრაინა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით პარტნიორებთან ერთად მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)