|
2025-05-20 11:33:01, 846 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში ძარცვისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში, ქალაქ ბოლცანოში ძარცვისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ 43 წლის გ.დ.-მ მაღაზიაში ყოფნისას ქურთუკსა და შარვალში საქონლის დამალვა სცადა, პერსონალის მიერ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ კაცმა გაქცევა სცადა და მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, თუმცა თანამშრომლებმა პოლიციის მისვლამდე მისი დაკავება მოახერხეს. დაკავებულს თან აღმოაჩნდა დიდი ზომის ცივი იარაღი. ქალაქ ბოლცანოს ავტონომიური პროვინციის პოლიციის კომისარმა პაოლო სარტორიმ დაკავებული პირისთვის საერთაშორისო დაცვის სტატუსის გაუქმება მოითხოვა, ეროვნული ტერიტორიიდან გაძევების ბრძანების გათვალისწინებით, რომელიც ძალაში ციხიდან გათავისუფლებისთანავე შევა. "ძალადობის კიდევ ერთი სერიოზული ეპიზოდი, ჩადენილი განმეორებითი დამნაშავის მიერ, რომელმაც, საერთაშორისო დაცვის სტატუსის გამოყენებით, არაერთხელ აჩვენა, რომ არ სურს ჩვენს ქვეყანაში ინტეგრაცია, არღვევს მის კანონებს და სამოქალაქო თანაარსებობის ყველაზე ძირითად წესებს," - განაცხადა პოლიციის კომისარმა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)