|
2025-05-19 10:11:00, 890 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი ღაზაში „საბაზისო რაოდენობის“ საკვების შეტანის ნებართვას გასცემს
ისრაელი ღაზას სექტორში საბაზისო რაოდენობის საკვები პროდუქტების მარაგების შეტანის ნებართვას გასცემს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. „ისრაელის თავდაცვის ძალების რეკომენდაციით და „ჰამასის“ დასამარცხებლად ინტენსიური ბრძოლის გაფართოების გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, ისრაელი მოსახლეობას საკვების საბაზისო რაოდენობით უზრუნველყოფს, რათა თავიდან აიცილოს შიმშილის კრიზისი ღაზას სექტორში“, - აღნიშნულია განცხადებაში. პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ შიმშილის კრიზისი საფრთხეს შეუქმნის მათ ახალ შეტევას, რომელსაც ოპერაცია „გიდეონის ეტლი“ ეწოდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელი „იმოქმედებს ისე, რომ „ჰამასს“ ჰუმანიტარული დახმარების განაწილებაზე კონტროლის აღების შესაძლებლობა არ მისცეს“. BBC-ი წერს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ისრაელზე მზარდი ზეწოლა ხორციელდებოდა ღაზას სექტორში საკვების, საწვავის და მედიკამენტების შეტანაზე 10 კვირის წინ დაწესებული ბლოკადის მოხსნის მოთხოვნით. ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება ისრაელის სამხედროების მიერ ღაზას სექტორში ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციების დაწყების შემდეგ რამდენიმე საათში გაავრცელა. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე 67 ადამიანი დაიღუპა და 361 დაშავდა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)