|
2025-05-17 16:00:32, 2658 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი სუმის ოლქში მიკროავტობუსზე თავდასხმაზე - რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ყველა პარტნიორისგან მკაცრ სანქციებს ველით
რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სგან, ევროპისგან და ჩვენი ყველა პარტნიორისგან მკაცრ სანქციებს ველით, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ სუმის ოლქის ქალაქ ბილოპილიას მახლობლად მიკროავტობუსზე განხორციელებულ დარტყმას, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა. „გუშინ, ისევე როგორც ამ ომის ნებისმიერ სხვა დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა იყო, თუმცა რუსეთს მკვლელობების გაგრძელება სურს. მკვლელობების დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. მისი თქმით, მკაცრი სანქციებისა და ძლიერი ზეწოლის გარეშე რუსეთი რეალური დიპლომატიის გამოყენებას არ დათანხმდება. „გუშინ სტამბოლში, ყველამ იხილა სუსტი და მოუმზადებელი რუსეთის დელეგაცია მნიშვნელოვანი მანდატის გარეშე. ეს უნდა შეიცვალოს. ომის დასასრულებად რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)