|
2025-05-17 10:01:24, 1850 ნახვა
საზოგადოება
თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება
თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. პროტესტის 171-ე დღეს, თბილისში, აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, 19:00 საათზე აქცია მოეწყობა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, ხოლო 20:00 საათზე პარლამენტთან. რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია: გორი - მოქალაქეები 17:00 საათზე საკრებულოს წინ შეიკრიბებიან, ლოზუნგით: “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!”; ახალციხე - საპროტესტო აქცია 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართება; ბათუმი - 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია: “სამშობლოს სამსახურში!”; ზუგდიდი- 19:00 საათზე მოქალაქეები სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეიკრიბებიან ლოზუნგით: “ზუგდიდი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”; თელავი - 19:00 საათზე აქცია მერიის წინ მოეწყობა; ქუთაისი - ასევე, 19:00 საათზე, მერიის წინ გაიმართება საპროტესტო აქცია: “კი ევროპას, არა რუსეთს!”; ჩხოროწყუ - მერიის წინ, 20:00 საათზე აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან ლოზუნგით: “გაბედე პროტესტი ყოველდღე!”.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)