|
2025-05-15 13:55:43, 885 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი აგრობიზნესისთვის - „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში
გორის რაიონში, 12 ჰექტარზე 25 000 ძირი ვაშლის ინტენსიური ბაღია გაშენებული. ბაღს ორივე მხრიდან მდინარე ჭარებულა ჩამოუდის და ნაკვეთსაც ამავე წყლით რწყავენ. გიორგი აბესაძემ და თენგიზ ხაბაზიშვილმა მეურნეობას ამ მდინარის სახელი დაარქვეს და წლები, ცოდნა და შრომა ჩადეს ინტენსიური ბაღის გაშენებაში. პირველი 8000 ნერგი 2020 წელს 4 ჰექტარზე ჩაყარეს, შემდეგ წლებშიც 4-4 ჰექტარი მიამატეს. 2024 წელს კი ახალი ნაკვეთი შეიძინეს, სადაც 20 000 ნერგი დაირგო. ჯამში კომპანიის საკუთრებაში 24 ჰექტარი ვაშლის ბაღია. ახალი ნერგების ნაწილი, სანამ ამ ბლოგს კითხულობთ იტალიაში იტვირთება და ქართლისკენ მოემართება. ინტენსიურ ბაღს, ტრადიციულთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვს: ჰექტარზე ბევრი - 3000-მდე ხე ირგვება. ( როცა ტრადიციულის შემთხვევაში 150-200)მსხმოიარობაში მალე შედიან, გამძლე, ნერგი დაავადებების მიმართ მედეგია, მოსავალსაც მეტს იძლევა და დასაკრეფადაც ადვილია. “ჩემი აზრით ახალი ჯიშები უფრო გემრიელია, მაგრამ ქართლში ბაღების 30 % -ში “გოლდენი” ირგვება. ეს ჯიში მოთხოვნადია, როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზარზე. ზოგადად, ძვირადღირებული ვაშლი არ არსებობს. ფასი დამოკიდებულია სეზონსა და ხარისხზე. იგივე გოლდენი, თუ ოქტომბერში 1.5 ლარად იყიდებოდა, სამაცივრე მეურნეობაში შენახვის შემდეგ მისი ფასი 3.5 ლარამდე ავიდა. გაყიდვის პრობლემა არ გექნება, თუ მომხმარებელს მაღალ ხარისხს შესთავაზებ”,- გვიხსნის თენგიზი. მაღალი ხარისხი კი ის თამასაა, რომელსაც „ჭარებულაში“ მუდამ ინარჩუნებენ და კომპანიას ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებენ. მეურნეობის განვითარების და ვაშლის ნერგების მთავარი შემხიდებელი თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტი აღმოჩნდა. “ამ მხარდაჭერამდე ვერც კი გავბედეთ დიდი სამუშაოები და არც მასშტაბური გეგმები გვქონდა. პირველი სესხიც მცირე იყო, გადავწყვიტეთ ჯერ მოგვესინჯა. იმდენად გაამართლა და ბანკთან ურთიერთობა ისე გაგვიადვილდა, რომ კომპანიის განვითარების სხვა ეტაპზე გავედით. თიბისის მხარდაჭერით შევძელით ახალი ნაკვეთების შეძენა და 400 ტონიანი სამაცივრე მეურნეობის მოწყობაც”,- გვიყვებიან “ჭარებულაში”. კომპანიას 4 მუდმივი თანამშრომელი ჰყავს, სეზონურად კი მათი რიცხვი 25-მდე იზრდება. მეურნეობა იძლევა საშუალებას რომ 1000 ტონა მოსავალი მიიღოს. სამომავლო გეგმებში შესაფუთი და ჩასაწყობი მასალის ადგილზე წარმოებაცააა.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)