|
2016-03-16 14:10:39, 739 ნახვა
სამართალი
ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება არ დაწყებულა
ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. მიშველაძის იურისტის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საჯარო განცხადებებზე, სადაც ჟურნალისტი ფარულ თვალთვალზე საუბრობს, გამოძიება არ დაწყებულა. ჟურნალისტი საგამოძიებო ორგანოში მისი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვის მიზნით დაიბარეს. საიას იურისტი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ პროკურატურა დაინტერესდეს და გამოძიება მყისიერად დაიწყოს. პროკურატურიდან გამოსული ეკა მიშველაძე ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოს მისთვის ცნობილი ყველა დეტალი უამბო. „ამ ქვეყანაში ეს უკუღმართობა, რასაც ქვია უკანონო თვალთვალი, მიყურადება, ზოგადად ძალადობა, სასაფლაოებზე ადამიანების დახვრეტა უნდა დამთავრდეს და აუცილებლად დასრულდება, მე ამის იმედი მაქვს“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ. მისივე თქმით, პროკურატურას იმ პირის ვინაობა დაუსახელა, ვინც მისი და ალექსი პეტრიაშვილის Viber-მიმოწერა წარუდგინა. ცნობისთვის, ეკა მიშველაძე გუშინ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ეთერში გაკეთებულ განცახდებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვის მიზნით დაიბარეს. ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის პირად ცხოვრებას უთვალთავალებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)