|
2025-05-10 13:54:45, 1257 ნახვა
ომი უკრაინაში
ფრიდრიხ მერცი - გერმანია გააძლიერებს რუსეთის ომის მანქანაზე ზეწოლას
გერმანია გააძლიერებს რუსეთის ომის მანქანაზე ზეწოლას, თუ კრემლი მდგრად ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს. მერცის თქმით, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი კიევში ერთად დგანან უკრაინის მხარდასაჭერად. „ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნას სამშვიდობო შეთანხმების შესახებ. რუსეთს მოვუწოდებთ, არ შეუშალოს ხელი მდგრადი მშვიდობის მიღწევის მცდელობებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მოვუწოდებთ რუსეთს, დათანხმდეს სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენთვის ნათელია, სისხლისღვრა უნდა დასრულდეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო თავდასხმითი ომი და უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება განვითარდეს, როგორც სუვერენული ერი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მომავალი თაობებისთვისაც“, – წერს მერცი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)