|
2016-03-16 11:57:37, 1146 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ლიტვინენკოს ქვრივი ვაშინგტონში მოხსენებით გამოვიდა
ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ბრიტანელი მოსამართლის დასკვნაზე, რომელის თანახმადაც ვლადიმერ პუტინი შესაძლო მონაწილედ ითვლება, დღეს ვაშინგტონში მოხსენებით მოკლული ოფიცრის ქვრივი გამოვიდა. მარინა ლიტვინენკომ შეხვედრაზე გაიხსენა ის დრო, როდესაც მისი მეუღლე და რუსეთის პრეზიდენტი ერთმანეთს დაუპირისპირისპირდნენ. ცნობისთვის, მოსამართლე რობერტ ოუენმა საჯარო გამოძიების 328 გვერდიანი დასკვნა მიმდინარე წლის 21 იანვარს გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ "ეფესბეს" ყოფილი ოფიცრის მკვლელობა სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინის მიერ იყო სანქციონირებული. ბრიტანელი მოსამართლის რობერტ ოუენის დასკვნის თანახმად, „დიდი ალბათობით“, ლიტვინენკო მოკლეს რუსეთის მოქალაქეებმა დიმიტრი კოვტუნმა და ანდრეი ლუგოვოიმ. მკვლელობის ოპერაცია კი უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, პატრუშევის დავალებით მოხდა. დღევანდელ შეხვედრას ვაშინგტონში ცნობილი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზაც ესწრებოდა, რომელიც ასევე ცოტა ხნის წინ მოსკოვში გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს. როგორც მარინა ლიტვინენკომ დღეს ვაშინგტონში განაცხადა, რუსი ხალხის ის ნაწილი, რომელიც ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, თავს მიტოვებულად არ უნდა გრძნობდეს და უნდა იცოდეს, რომ აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა მის გვერდით იდგება. შეგახსენებთ, რომ 44 წლის ლიტვინენკომ რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლული ჩაი დალია ლონდონის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში, კოვტუნთან და ლუგოვოისთან ერთად. ლიტვინენკო სამი კვირის შემდეგ, 2006 წლის 23 ნოემბერს, გარდაიცვალა ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში. რუსეთი უარს აცხადებს კოვტუნისა და ლუგოვოის ექსტრადიციაზე. ლუგოვოი 2007 წლიდან რუსეთის პარლამენტის წევრია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)