|
2025-05-07 13:22:58, 743 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, შესაძლოა, უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი იყოს
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, შესაძლოა, უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი იყოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარების გზაზე ევროკავშირის სამოქმედო სამი პრიორიტეტი დაასახელა: „პირველი, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერა. მეორე, რუსული საწვავის მოხმარების სრულად დასრულება და მესამე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება“. „ჩვენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნდა დავაჩქაროთ. ეს მხოლოდ უკრაინის მისწრაფებას არ წარმოადგენს და შეიძლება უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი იყოს. ეს საკითხი რომში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრის მთავარი თემა იყო. უკრაინასთან ერთად ვმუშაობთ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ყველა კლასტერი 2025 წელს გავხსნათ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, „საბოლოოდ, უკრაინაში ომი დასრულდება და ის, თუ როგორ დასრულდება ომი ევროპის კონტინენტის მომავალს განსაზღვრავს“. „ცუდი შეთანხმების შედეგად, შესაძლოა, რუსეთი უფრო მეტისთვის უკან დაბრუნდეს, რაც კიდევ უფრო მეტ არასტაბილურობას გამოიწვევს. თუმცა, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის შედეგად, შეიძლება უკრაინაში კეთილდღეობის ახალი ეპოქა დაიწყოს და ეს ჩვენ ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შენებაში დაგვეხმაროს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)