|
2025-05-06 17:08:57, 1229 ნახვა
საზოგადოება
აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გამართეს
აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირი ეთერი დაუთმონ, მათ შორის დაკავებულების სასამართლო პროცესებიც პირდაპირ ეთერში გადასცეს. „პატიმრების ოჯახის წევრები უკვე არაერთი თვეა ვითხოვთ პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს არის ჩვენი ლეგიტიმური უფლება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჩვენი ე.წ. ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერი არის გამჭვირვალე ამ ქვეყანაში. თუ არის გამჭვირვალე, ჩვენც გვინდა, რომ ჩვენი სიმართლე საზოგადოებამდე მივიტანოთ. ვითხოვთ პირდაპირ ეთერს. ასევე, სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ძალიან კომიკურ და დადგმული სპექტაკლების ვითარებაში. შესაბამისად, ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც აქვს იმის უფლება, რომ პირდაპირი ეთერი გააშუქოს, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)