00:35 - 21 Aug, 2026
|
2025-05-05 21:02:11, 1324 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - ზელენსკის უნგრეთში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის ხილვა სურს
ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის ხელისუფლებაში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის მოსვლა სურს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომლის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ზელენსკის უნგრეთში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის ხილვა სურს. ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ასევე ზელენსკის მეგობრები არიან“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პარლამენტში. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის მოლოდინი არ გამართლდება. „არასდროს შეიქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც კიევი ან ბრიუსელი უნგრელებს უკარნახებს, თუ როგორ გამოიყენონ კანონით მინიჭებული თავიანთი სუვერენიტეტის უფლება“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)