11:45 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 14:06:22, 616 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი აქციას მართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი აქციას მართავს. „გაათავისუფლეთ შვილები, გაათავისუფლეთ საქართველო“, „ქალებს ვერ დააწიოკებთ“, „სადაც არაა სამართალი, იქ არც თავისუფლებაა“, - ამ წარწერებით აქვთ მათ ბანერები გაშლილი.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი აცხადებს, ისინი სოლიდარობას უცხადებენ მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებულებს და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

„ეს შენობა ბოროტების მთავარ საყრდენად, რეჟიმის მთავარ ფუნდამენტურ საფუძვლად იქცა, რადგან სწორედ აქ მიიღება ყველაზე უსამართლო და არადემოკრატიული გადაწყვეტილებები. ჩვენი დღევანდელი ერთობით, ინტერპარტიული ქალების ერთობით გვსურს სოლიდარობა გამოვხატოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ, რომელიც უსამართლოდ იმყოფება რეჟიმის ტყვეობაში, ყველა იმ დედის მიმართ, ვინც სასამართლო პროცესებს ესწრება. ჩვენი სოლიდარობით გვსურს კონკრეტულ მოსამართლეებს ვუთხრათ ერთი რამ, „სამართალი ურმით, მაგრამ აუცილებლად მოვა“, - განაცხადა კვიტაიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრები. მათ სხვადასხვა წარწერებით აქვთ ბანერები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics