|
2016-03-15 23:50:08, 772 ნახვა
სამართალი
სანიკიძე: ვითარების დეესკალაციას ხელი უნდა შეუწყოს რექტორმაც, საბჭოებმაც, სტუდენტებმაც, დანარჩენს უფროსები მივხედავთ
განათლების სამინისტროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკითზე შეხვედრის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განცხადება გააკეთა და ყველა მხარეს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა შეახსენა. "ვერავინ გაექცევა თავის წილ პასუხისმგებლობას. ვითარების დეესკალაციას ხელი უნდა შეუწყოს უნივერსიტეტის რექტორმაც, საბჭოებმაც, სტუდენტებმაც, დანარჩენს კი უფროსები მივხედავთ," - განაცხადა განათლების მინისტრმა. თსუ-ს საკითხზე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. რექტორი ლადო პაპავა თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ მან განცხადება შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. ასევე პოზიციებს არ თმობენ თვითმართველობის წარმომადგენლები და რექტორის გადადგომის მოთხოვნას ძალაში ტოვებენ. შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ აქციას თვითმართველობის წარმომადგენლები წყვეტენ. შიმშილობას ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით მხოლოდ თვითმართველობის პრეზიდენტი, შალვა საბაური, გააგრძელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)