|
2025-05-03 16:29:27, 813 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა სირიაში სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიში მიიტანა
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სირიაში საჰაერო იერიშები მიიტანეს. IDF-ის განცხადების თანახმად, იერიშები მიმართული იყო "სამხედრო ობიექტზე, ჰაერსაწინააღმდეგო არტილერიასა და "მიწა-ჰაერის" კლასის რაკეტების ინფრასტრუქტურაზე". განცხადებაში ასევე წერია, რომ IDF-ის ჯარისკაცები "განლაგებულები არიან სამხრეთ სირიაში და მზად არიან, რომ აგრესიული ძალები დრუზების სოფლებში შესვლისგან შეაკავონ". "IDF განვითარებებზე დაკვირვებას აგრძელებს და თავდაცვისა და სხვადასხვა სცენარებისთვის მზაობას ინარჩუნებს". - წერს IDF. ისრაელმა დამასკოში სირიის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად საჰაერო იერიში მიიტანა მანამდე, ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის სასახლის სიახლოვეს საჰაერო იერიში მიიტანა. "ეს არის მკაფიო გზავნილი სირიის რეჟიმისთვის. მათი ძალების დამასკოს სამხრეთით განლაგებასა და დრუზების თემის მიმართ რაიმე საშიშროების შექმნას არ დავუშვებთ". - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. ისრაელის იერიშებს წინ უძღოდა სუნიტ მუსლიმებსა და დრუზებს შორის რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება. დაპირისპირება იმ აუდიოჩანაწერის გავრცელებას მოჰყვა, რომელშიც ერთ-ერთი პიროვნება მუჰამედს აკრიტიკებს. აუდიოჩანაწერი ერთ-ერთ დრუზ სასულიერო პირს მიაწერეს, რამაც სუნიტ მუსლიმების გაღიზიანება გამოიწვია. ბრიტანეთში დაფუძნებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში დამასკოს სამხრეთ გარეუბანში, რომელიც ძირითადად დრუზებით არის დასახლებული, 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. დღეს, 3 მაისს IDF-მა განაცხადა, რომ ისრაელმა ბოლო დღეებში 15 დრუზი შეიფარა, რომლებიც სირიაში შეტაკებების შედეგად დაშავდნენ. მათ ახლა საფედში მდებარე ზივის სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)