|
2025-05-02 21:24:02, 1265 ნახვა
საზოგადოება
2024 წლის მაისიდან დღემდე, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საქართველოში, 2024 წლის მაისიდან დღემდე, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი და ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს. „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი” (მედიის კვლევების ცენტრის) მთელი საქართველოს მაშტაბით მედია გარემოს მონიტორინგს ახორციელებს, სწავლობს ჟურნალისტების სამუშაო პირობებსა და მათი უფლებების დარღვევის ინციდენტებს აღრიცხავს. კვლევის შედეგად 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე შემდეგი ხასიათის და შინაარსის შემთხვევები აღირიცხა: მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის: ფიზიკური ანგარიშსწორება, უკანონო დაკავება, გადაღების აკრძალვა, საჯარო დაწესებულების შენობაში არ შეშვება, ჯარიმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა…) აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 67 ინციდენტი; 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში – 169 ინციდენტი; ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი; პროევროპული პროტესტის დღიდან- 85 ინციდენტი; ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი; პროევროპული პროტესტის დღიდან – 22 ინციდენტი; ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, აქედან მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაშია, აქედან: პროევროპული პროტესტის დროს – 11 დაკავება; პროევროპული პროტესტის გაშუქების პროცესში, გზის გადაკეტვის საფუძვლით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების დაჯარიმების 34 შემთხვევა აღირიცხა. (ჯარიმების უმეტესობა გასაჩივრებულია, მცირე ნაწილს მოეხსნა ჯარიმა, უმრავლესობა წარმოების პროცესშია, ერთმა ჟურნალისტმა გადაიხადა ჯარიმა); 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე გახდა – მედიის 193 წარმომადგენელი”, - ნათქვამია ანგარიშში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)