|
2025-05-02 20:43:02, 1201 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციის წევრებმა რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გაზრდის წინადადებები შეიმუშავეს
ტრამპის ადმინისტრაციის წევრებმა რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გაზრდის წინადადებები შეიმუშავეს. გამოცემა ინფორმაციას ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროები გამოცემასთან ამბობენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან გრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასასრულებლად. უცნობია, თუ რას გულისხმობს ტრამპის გუნდის მიერ შემუშავებული წინადადებები. გუშინ, 1 მაისს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეიდი ვენსმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე არ დასრულდება. ამის შესახებ ვენსმა Fox-თან ინტერვიუში ისაუბრა. "ის [ომი] არსად არ მიდის და მალე არ დასრულდება. კი, უკრაინელები გაბრაზებულები არიან, რომ რუსეთი მათ ტერიტორიაზე შეიჭრა, მაგრამ უნდა გაგრძელდეს ათასობით ჯარისკაცის სიკვდილი რამდენიმე მილი ტერიტორიის გამო?" – ამბობს ვენსი. ვენსი ასევე შეეხო აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათ მინერალებზე გაფორმებულ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა, ომის ბოლომდე დასრულება მხოლოდ უკრაინელებს და რუსებს შეუძლიათ. "მე ოპტიმისტურად ვარ, მაგრამ რთულია თავდაჯერებით თქმა, რადგან რუსებმა და უკრაინელებმა უნდა გადადგან საბოლოო ნაბიჯები. ჩვენ მათ დავაწყებინეთ საუბარი, მშვიდობის შეთავაზებები წარვადგენინეთ, დავასრულეთ მინერალების შეთანხმება, ვფიქრობ, იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მათ უნდა თქვან, რომ აღარ უნდათ, ათასობით ახალგაზრდა ადამიანი კვდებოდეს"– თქვა ვენსმა. 30 აპრილს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ისახავს მიზნად.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)