00:12 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 19:17:30, 975 ნახვა

სამართალი
თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესი, რომლებსაც პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან, გადაიდო.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ შემდეგი სასამართლო პროცესი 13 მაისს ჩანიშნა.

მოსამართლემ თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის ადვოკატების შუამდგომლობა, მირიან ქავთარაძის დაკითხვასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

მირიან ქავთარაძის დაკითხვის შუამდგომლობა ადვოკატებმა მას შემდეგ დააყენეს, რაც შსს-ს წარმომადგენლების შუამდგომლობიდან გაირკვა, რომ მათ მოწმეთა სიაში აღნიშნული პირი არ ჰყავდათ.

თორნიკე სხვიტარიძე მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძის ძმაა. თორნიკე სხვიტარიძის თქმით, სასამართლომ მირიან ქავთარაძის დაკითხვის შუამდგომლობის გარდა ყველაფერი დააკმაყოფილა, „ამაზე შეფერხდნენ რატომღაც“.

„მირიან ქავთარაძე უნდა დაიკითხოს იმის გამო, რომ ის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. იმ მომენტში მირიან ქავთარაძე სასამართლოში მოსული იყო დაზარალებულად და მოწმედ. დღეს რატომ არ მოვიდა არ ვიცი”,- განაცხადა თორნიკე სხვიტარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics