|
2025-05-02 14:16:51, 770 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციებზე დაკავებული 8 პირი პატიმრობაში დატოვა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მომხდარიყო, თუმცა, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურად ესწრებოდა, რის გამოც, მოწმეთა დაკითხვა აღარ მოხდა. სასამართლომ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადასინჯა. პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები ისევ არსებობდა. კერძოდ კი, თოდუას თქმით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები კვლავ არსებობს, რის გამოც პატიმრობა უცვლელი უნდა დარჩენილიყო. ადვოკატები ბრალდების პოზიციას არ დაეთანხმნენ. ისინი შუამდგომლობდნენ დაკავებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ, რის განსაზღვრასაც მას მიანდობდნენ. უფლებადამცველები სასამართლოს ბრალდებულების მიმართ სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებას, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის გამოყენებას სთავაზობდნენ. სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულების ნაწილმაც და მათ სასამართლოს უთხრეს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა. ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)