11:30 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 18:44:19, 1851 ნახვა

რეგიონი
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 64-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო დღეების განმავლობაში
გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო სამუშაოების საკითხი დააყენეს.

შეხვედრაზე ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილი მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.

საუბარი შეეხო ტირიფონის სარწყავი არხის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სეგმენტებზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების საკითხს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს მოქალაქის,  იძულებით გადაადგილებული პირის ოკუპირებული ახალგორის რაიონში მდებარე კერძო საკუთრებაში შეჭრისა და მისი ქონების უკანონო დაკავების ფაქტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics