|
2016-03-15 18:35:59, 778 ნახვა
სამართალი
ზურაბ ჯამალაშვილის შვილის თქმით, მამამისს ძალოვან სტრუქტურაში არასოდეს არ უმუშავია
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილი ვასილ ჯამალაშვილი აცხადებს, რომ მამამისს ძალავან სტრუქტურაში არასოდეს არ უმუშავია. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მედიის მიერ გავრცელებული ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. „ვადასტურებ, რომ დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი ნამდვილად მამაჩემია. უნდა აღვნიშნო, რომ მამაჩემს ძალოვან სტრუქტურაში არასოდეს არ უმუშავია. ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მამაჩემი წარსულში კუდ-ის მაღალჩინოსანი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მამაჩემთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს, ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებში რომ არასოდეს არ უმუშავია ეს დანამდვილებით ვიცი“, - განაცხადა ვასილ ჯამალაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს დილით მთავარმა პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. დაკავებულები კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე არიან. როგორც უწყებაში განმარტეს აღნიშნული პირები, ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიან დაკავებულები და არა ინტერნეტში მასალის ატვირთვისთვის ცნობისთვის, ვასილ ჯამალაშვილი 2012 წელს კიბერდანაშაულთან დაკავშირებით იყო დაკავებული, მაშინ ის 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)