16:11 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 20:48:41, 1005 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - გაიმართება ყრილობა, სადაც „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე იქნება არჩეული

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, რის შემდეგაც ყრილობაზე „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე აირჩევა.

მისივე განცხადებით, მოხდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის მცირედით განახლებაც.

„თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, როგორც ხდება ხოლმე და შემდეგ უკვე გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც არჩეული იქნება „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე.

ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. მცირედით, მაგრამ განახლება იქნება. დეტალები, როგორც ყრილობის თაობაზე, ასევე, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics