|
2025-04-28 17:27:11, 885 ნახვა
სამართალი
გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის ადვოკატს - როგორ გგონიათ სახეში ხელს რომ დაგარტყამენ, რა დაზიანება უნდა მიიღო?
თქვენ როგორ გგონიათ სახეში ხელს რომ დაგარტყამენ, რა დაზიანება უნდა მიიღო? ვიზუალურად რაიმე დაზიანება, სისხლდენა არ ჰქონია - ასე უპასუხა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გრიგოლ ბესელიამ, სასამართლო სხდომაზე ადვოკატ მაია მწარიაშვილის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაზიანება მიიღო ირაკლი დგებუაძემ „აქციაზე სილის გაწვნის შემდეგ“. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ჰქონდა თუ არა ირაკლი დგებუაძეს სახის არეში სიწითლე, ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. „თქვენ როგორ გგონიათ სახეში ხელს რომ დაგარტყამენ, რა დაზიანება უნდა მიიღო? სახეში ხელი დაარტყა... ვიზუალურად რაიმე დაზიანება, სისხლდენა არ ჰქონია“, - განაცხადა ბესელიამ. ადვოკატი პროცესზე იმითაც დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ნაკაწრი, სიწითლე ან სისხლნაჟღენთი ინციდენტის შემდეგ დგებუაძეს. „[სისხლნაჟღენთიც] არ ჰქონია, [ნაკაწრიც] არ მინახავს. სიწითლე არ მინახავს, არ მიმიქცევია ყურადღება მაგისთვის, ვინაიდან, ცოტა დაძაბული სიტუაცია იყო გარეთაც შიგნითაც და არ მიმიქცევია ყურადღება. სისხლდენა და ეგეთი დაზიანება არ მინახავს და სიწითლე ჰქონდა თუ არა არა, მიმიქცევია ყურადღება. არ დავკვირვებივარ“, - აღნიშნა ბესელიამ. ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია იკითხება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)