|
2025-04-28 11:03:26, 660 ნახვა
მსოფლიო
კანადაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
კანადაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. კანადელები ხმის მიცემას იწყებენ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე პროვინციაში, ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორში, სადაც საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:30 საათზე გაიხსება. როგორც „ბიბისი“ წერს, სულ მცირე 7.3 მილიონმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა ადრეული ხმის მიცემა, რაც 25%-ით მეტია 2021 წლის ფედერალურ არჩევნებთან შედარებით. ვარაუდობენ, რომ არჩევნების დღეს რეკორდული აქტივობა იქნება. კანადაში რეგისტრირებულია 16 პარტია, თუმცა გამოკითხვების თანახმად, მათგან მხოლოდ ხუთს აქვს პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი: მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ხელმძღვანელობით „ლიბერალურ პარტიას“, პიერ პოლიეფის ხელმძღვანელობით ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტიას, ასევე ახალ დემოკრატიულ პარტიას, მწვანეთა პარტიას და სეპარატისტულ კვებეკის ბლოკს. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში გამოკითხვებში კონსერვატორები ლიდერობდნენ, ლიბერალური პარტია ამჟამად არჩევნების მთავარ ფავორიტად ითვლება, რომელსაც ახალ პარლამენტში ადგილების უმრავლესობის მოპოვების მაღალი შანსი აქვს. არჩევნების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, სამშაბათს ღამით გახდება ცნობილი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)