|
2025-04-28 10:37:15, 731 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის დედასა და ბებიას ბრალი წარუდგინა
პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და დასჯის მიზნით აიძულებდნენ მას არ დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 აპრილს დააკავეს. ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ) და 11 პრიმა 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (იძულება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამეგრელოს პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს.შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. მანამდე, ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოში 7 წლის ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში საღორეში იყო ჩაკეტილი და დაზიანებები აღენიშნებოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)