|
2025-04-26 13:11:37, 1050 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკიმ რომში ტრამპთან მოლაპარაკებები გამართა - მედია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სუსპილნე“ პრეზიდენტის პრესმდივან სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა. როგორც Sky News ვატიკანში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ტრამპი ზელენსკის რომის პაპის დაკრძალვის წინა დღეს შეხვდა. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ, რომ წირვის შემდეგ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს. მათი ორმხრივი შეხვედრა ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის კრემლში მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა Sky News-ს განუცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს „ძალიან პროდუქტიული დისკუსია“ ჰქონდათ. რუსეთში ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, სერ ტონი ბრენტონმა, განაცხადა, რომ ამ ღონისძიებამ დიპლომატიური შესაძლებლობები გახსნა, მათ შორის ტრამპსა და ზელენსკის შორის „ყველა დროის ყველაზე მასშტაბური შეხვედრა“. დიპლომატმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში საჯარო სკანდალის შემდეგ გამართული შეხვედრა შესაძლოა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესის დაწყების „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ იყოს. ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა ამ დროისთვის დასრულებულია. პრეზიდენტები უკვე ჩავიდნენ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, რომის პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიისთვის.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)