|
2025-04-25 10:11:10, 1735 ნახვა
ომი უკრაინაში
სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს
რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა არსებობს ამ შეთანხმების რამდენიმე ელემენტი, რომელიც უნდა დამუშავდეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა. „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. პრეზიდენტის განცხადებაში ნახსენებია შეთანხმება და ჩვენ მზად ვართ შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული კონკრეტული პუნქტები, ამ შეთანხმების ელემენტები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს და ჩვენ სწორედ ამ პროცესით ვართ დაკავებულები”, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ამასთან, ლავროვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა შეთანხმების ეს ელემენტები, ამიტომ ამის გაკეთება მისი მხრიდან მიზანშეწონილი არ არის. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს კონტაქტების შენარჩუნებას ამერიკულ მხარესთან უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. „არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ - პირველ რიგში, იმიტომ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, შესაძლოა, ერთადერთი ლიდერია დედამიწაზე, რომელიც აღიარებს ამ სიტუაციის ძირეული მიზეზების მოგვარების აუცილებლობას, როდესაც მან თქვა, რომ უკრაინის ნატო-სკენ წაყვანა უდიდესი შეცდომა იყო და რომ ეს ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომა და მას მისი გამოსწორება სურს“, - განაცხადა ლავროვმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)