|
2025-04-24 16:48:14, 1176 ნახვა
სამართალი
გიორგი ჩხეიძის ადვოკატი - საქმე შეკერილია
სასამართლო პროცესზე მოწმე დაიკითხა, საქმე ისეა შეკერილი, რომ დამკავებელი პირი, რომელიც მითითებულია, საერთოდ არ არის ვიდეოკადრებში, - ამის შესახებ გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული, გიორგი ჩხეიძის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, მოწმის მიერ გაკეთებული განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის მტკიცებულებებთან. "სასამართლო პროცესზე მოწმე დაიკითხა, საქმე ისე არის შეკერილი, რომ დამკავებელი პირი, რომელიც მითითებულია, საერთოდ არ არის ვიდეოკადრებში და გარემოებები, რომელზეც მან ისაუბრა დაკითხვის დროს, წინააღმდეგობაში მოდის, ჩვენს აუდიო და ვიდეო ჩანაწერებთან, ამიტომ, ახლა შს სამინისტრო პროცესის გადადებას შუამდგომლობს, რომ სხვა მოწმეები დაკითხონ. პირები რომლებმაც ბრალდებული დააკავეს, სხვაა და მოწმედ მოყვანილი პოლიციელი სხვა. ადამიანმა მისცა ჩვენება, რომ გაიგონა, როგორ იგინებოდა, მისი თქმით, მან დააკავა და მანვე მიიყვანა მანქანასთან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ვიდეო მასალებთან", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა. ცნობისთვის, გიორგი ჩხეიძე გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით, მაშინ დააკავეს, როდესაც გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა და სასამართლოს ტოვებდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)