|
2025-04-23 18:35:08, 1215 ნახვა
სამართალი
აქციების დროს დაკავებული 8 პირის მომდევნო პროცესი 2 მაისს გაიმართება
საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის მომდევნო სასამართლო სხდომა 2 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე შესავალი სიტყვით წარდგა, მომდევნო სასამართლო სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება. ასევე, დაცვის მხარემ პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არ დააკმაყოფილა. აცილების საფუძველი მჭედლიშვილის გადაწვეტილება გახდა, რომელმაც ბრალდებულ ინსაფ ალიევს საზოგადოებრივი ადვოკატის მოხსნაზე უარი უთხრა. სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)