|
2025-04-22 19:02:48, 1198 ნახვა
სამართალი
გამომძიებელი მოწმე ქალი სალომე ედიშერაშვილი პოლიტპატიმრის პროცესზე ათობით პოლიციელით გარშემორტყმული მივიდა
გამომძიებელი მოწმე ქალი სალომე ედიშერაშვილი სინდისის პატიმრის საქმეზე ჩვენების მისაცემად პოლიციელებით გარშემორტყმული მივიდა. სალომე ედიშერაშვილმა დღეს თქვა, რომ რიგი საგამოძებო მოქმედებები არ ჩაუტარებია და ასევე აღიარა, რომ არ გამოუკითხავს პოლიციელი მირიან ქავთარაძე. დღეს სალომე ედიშერაშვილმა თქვა, რომ შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია და არც ქორთიად მერიოოტის" მიმდებარედ არსებული კამერები ამოუღია, ასევე არ გამოუთხოვია ტელევიზიებიდან ვიდეოკადრები. გამომძიებელმა განაცხადა, რომ "საქმეზე დანაშაულის ჩადენის ამსახველი კადრები დამაგრებულია". ადვოკატის კითხვაზე, მოპოვებულ ვიდეოჩანაწერზე მოითხოვა თუ არა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რაც მათ შორის, დაადგენდა, იმას, ვიდეოჩანაწერი იყო თუ არა დამონტაჟებული, გამომძიებელმა უპასუხა, რომ ექსპერტიზა ჩანაწერზე არ მოუთხოვია, ვინაიდან, ვიდეო პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. კითხვაზე, ესმის თუ არა მას ვიდეოში, საბა სხვიტარიძის სიტყვები, "ქალს ხელს როგორ ურტყამ", ედიშერაშვილმა უპასუხა, "მე მგონი იმის". ჩომახაშვილის კითხვაზე, ვიდეოში სადმე ისმის თუ არა ფრაზა, როცა მირიან ქავთარაძე ამბობს, პოლიციელი ვარ და ნუ მირტყამო, გამომძიებელმა განაცხადა, რომ "არ ახსოვს". ადვპოკატმა კითხვა დაუსვა, ხედავდა თუ არა ის ვიდეომასალაში მირიან ქავთარაძის მხრიდან მოქალაქეზე ხელის დარტყმას. ედიშერაშვილის ის გამომძებელია, რომელსაც სხვიტარიძე მის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის თვითმხილველად ასახელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)