|
2025-04-21 15:23:34, 795 ნახვა
მსოფლიო
გარდაცალებამდე პაპმა მისივე დაკრძალვის რიტუალი გაამარტივა
2024 წლის 29 აპრილს პაპი ფრანცისკეს მიერ დამტკიცებული დაკრძალვის წესების ახალი გამოცემის მიხედვით, მისი დაკრძალვის ცერემონია გამარტივებულად ჩატარდება. Ordo Exsequiarum Romani Pontificis-ის თანახმად, პაპის გარდაცვალების დადასტურება იმ ოთახის ნაცვლად, სადაც იგი გარდაიცვალა, ტაძრის სამლოცველოში მოხდება, ხოლო მისი ნეშტი დაუყოვნებლივ მოთავსდება კუბოში. ახალი ცვლილებების ფარგლებში გაუქმდა სამმაგი კუბოს გამოყენების ტრადიცია, რომელიც კვიპაროსის, ტყვიისა და მუხისგან მზადდებოდა. პაპის გადაწყვეტილებით, მას ხის უბრალო კუბოში ჩაასვენებენ, რომელიც შიგნიდან თუთიის ფენით იქნება დაფარული. ასევე გაუქმდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პაპის ცხედარი პატივის მისაგებად წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ამაღლებულ პლატფორმაზე თავსდებოდა. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ პაპის კუბოს თავმოხდილ მდგომარეობაში მიაგონ პატივი. ფრანცისკე იქნება პირველი პაპი ბოლო ასი წლის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ. პაპის სურვილით მისი საბოლოო განსასვენებელი Santa Maria Maggiore-ს ბაზილიკა იქნება. ცვლილებების მიხედვით, ცერემონიაში გამოყენებული იქნება პაპის ყველაზე მარტივი ტიტულატურა და არ იქნება ცერემონიული შეჩერება პაპის სასახლეში. "პაპმა ფრანცისკემ მოითხოვა ამ წესების განახლება, რათა რიტუალები გამარტივდეს და უკეთესად ასახავდეს ეკლესიის აღდგომილი ქრისტესადმი რწმენას". - აღნიშნა პაპის ლიტურგიული ცერემონიების ხელმძღვანელმა, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ. მისი თქმით, ახალი რიტუალი კიდევ უფრო მეტად უნდა გამოხატავდეს, რომ "რომის პონტიფექსის დაკრძალვა არა ამქვეყნიური ძლევამოსილი პიროვნების, არამედ ქრისტეს მოწაფის დაკრძალვაა". პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)