|
2025-04-19 17:02:21, 958 ნახვა
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
ჯეი დი ვენსი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტო პაროლინისა და წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს, პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა. „ოფიციალურმა პირებმა გულითადი მოლაპარაკებებისას მოსაზრებები გაცვალეს საერთაშორისო ვითარების შესახებ, კერძოდ, ომის, პოლიტიკური დაძაბულობისა და ჰუმანიტარული სიტუაციების შედეგად დაზარალებული ქვეყნების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიგრანტების, ლტოლვილებისა და პატიმრების საკითხებს“, - ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში. ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვატიკანში გუშინ ჩავიდა. მანამდე ჯეი დი ვენსმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან მოლაპარაკებები გამართა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)