|
2025-04-18 10:57:12, 828 ნახვა
საზოგადოება
“რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის“ - პირველმა არმხა სამ თანამშრომელს გაფრთხილება მისცა
საზოგადოებრივი მაუწყებლის 3 თანამშრომელს, გადაცემა რეალური სივრცის რედაქტორ ტუხა კვინიკაძეს, შაბათ-კვირის შოუს კორესპონდენტ ანა აბაკელიას და შაბათ-კვირის შოუს აღმასრულებელ პროდიუსერ თამარ ჯინჭარაულს გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საყვედური გამოუცხადა და გაფრთხილება მისცა. კვინიკაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ბრძანებაში საყვედურის მიზეზად დასახელებულია "საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებებით, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება". სამივე ჟურნალისტს 12 თვის განმავლობაში ეკრძალება პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა და თუ "დარღვევას გაიმეორებენ" შესაძლოა, სამსახურიდან გაათავისუფლონ. ცნობისთვის, 11 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გადაცემა მოამბის წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და გადაცემა რეალური სივრცის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს. ჟურნალისტების განცხადებით, ტელეკომპანიის განმარტებით, გათავისუფლების საფუძველი არხის "შიდა მოკვლევის დასკვნა" გახდა. ამასთან ერთად, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის "ეჭვქვეშ დაყენების" გამო დისციპლინური სანქციები დაუწესდა საზმაუს კიდევ 4 თანამშრომელს, გადაცემა რეალური სივრცის ჟურნალისტ თამარ მშვენიერაძეს, გადაცემის წამყვან სოსო კაციტაძეს, გადაცემა პულტის რეჟისორ კახა მელიქიძეს და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორ ირმა ჩუბინიძეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)