|
2025-04-17 22:02:05, 848 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ლატვიაში დამატებით სამხედროებს გაგზავნის
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი მალე ლატვიაში განლაგებულ სამხედრო კონტინგენტს გააძლიერებს. კამიშმა ლატვიაში ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ივნისში პოლონეთი ბალტიის სახელმწიფოში განლაგებული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას 190-დან 300-მდე გაზრდის. მინისტრის თქმით, ქიმიური ბრძოლისგან დასაცავად პოლონეთი "სპეციალიზებულ დანაყოფს" გაგზავნის. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ როგორც ბალტიის ქვეყნებში NATO-ს ალიანსის "გაძლიერებულ წინა განლაგებაში" ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, პოლონეთი "აშკარა სიგნალს" გზავნის აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებაში თავის პროაქტიულ როლთან დაკავშირებით. ცნობისთვის, პოლონეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მშპ-სთან შედარებით თავდაცვაზე ყველაზე მეტს ხარჯავს და მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალისხმევა შეიარაღების გაზრდის მხრივ. ამასთანავე, მარტის თვეში პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ოტავას კონვენცია დატოვეს, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას კრძალავს. "ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენი ქვეყნები საკუთარი ტერიტორიებისა და თავისუფლების დასაცავად ყველა აუცილებელი ზომის მიღებად მზად არიან" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)