|
2025-04-16 17:59:23, 910 ნახვა
სამართალი
პარლამენტმა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა. მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ცვლილებათა პაკეტი ახლებურად დაარეგულირებს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს. მისივე თქმით, ცვლილება შევიდა 189-ე გრაფაში, რომელიც ეხება ნარკოტიკული ნივთირებების დოზებს. „ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის განსაკუთრებით დიდ ოდენობად ნაცვლად 1 გრამისა ჩაითვლება 0,5 გრამი, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ საშუალების როგორც შეძენა-შენახვის, ასევე გაყიდვისა და რეალიზაციის პრევენციას", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. ცვლილებების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს ემატება ნორმები, რომლითაც დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, როგორიც არის: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღება, გაყიდვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)