|
2025-04-16 11:19:53, 894 ნახვა
სამართალი
ბექა ჯაიანის ადვოკატი - მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება მორალური თვალსაზრისით მიიღო
ახალდანიშნულმა მოსამართლემ თავისი პირველი პრაქტიკული გამოცდა წარმატებით ვერ ჩააბარა, - ასე შეაფასა ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანისთვის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯა ჯაიანის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის გადაწყვეტილება არის არა სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული, არამედ, მორალური. „ის გავლენის ქვეშ მოექცა, ვინაიდან გადაწყვეტილება უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით მხოლოდ მორალური თვალსაზრისით მიიღო და არა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით. შესაბამისად, აღნიშნული განაჩენი უკანონოა და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ეს განაჩენი უკანონოა გენდერის, განსაკუთრებული სისასტიკის ნაწილში და ასევე სისტემატური ცემის ნაწილშიც. იგივე არგუმენტაცია მექნება სააპელაციო სასამართლოშიც. უდავო მტკიცებულებით დასტურდებოდა ის, რომ ბექა ჯაიანს უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონდა კესარია აბრამიძის გენდერული იდენტობის მიმართ. განსაკუთრებულ სისასტიკესთან დაკავშირებით არგუმენტი ის იყო, რომ მრავალი ჭრილობა ავტომატურად სისასტიკეს არ ნიშნავს და ეს სუბიექტური კრიტერიუმებით გამოირიცხებოდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. ეს მოსამართლის გამოუცდელობას უსვამს ხაზს, ახლახან არის დანიშნული და ვფიქრობ, ის გავლენის ქვეშ მოექცა",- განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)