|
2025-04-15 17:52:39, 998 ნახვა
სამართალი
ნაფიცმა მსაჯულებმა ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულები ერთხმად დამნაშავედ ცნეს
ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულები ერთხმად დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2024 წლის 29 ივლისს, ღამის საათებში, გორის რაიონის სოფელ ატენში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა დაზარალებულს კონფლიქტის ნიადაგზე ჯგუფურად, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 12 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)