|
2025-04-12 12:51:44, 735 ნახვა
მსოფლიო
თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ომანში აშშ-სა და ირანის დელეგაციები ჩავიდნენ
თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ომანში აშშ-სა და ირანის დელეგაციები ჩავიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, დღეს, ომანის დედაქალაქ მასკატში თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი უხელმძღვანელებს, ხოლო აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი წარმოადგენს. აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ბინ ჰამად ალ ბუსაიდის შუამავლობით წარიმართება. ირანული მედიის ინფორმაციით, მასკატში მოლაპარაკებების დაწყება 17:00 საათზე იგეგმება. ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. „მინდა, რომ ირანი მშვენიერი, დიდებული და ბედნიერი ქვეყანა იყოს, მაგრამ არ შეიძლება, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)