|
2025-04-06 12:07:27, 1018 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მამნიაშვილი - ვრჩები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მაქვს ტვინის შერყევა და დაბეჟილობები
“მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი აცხადებს, რომ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და ტვინის შერყევა აქვს. „მეგობრებო, პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა მოკითხვისთვის და გვერდში დგომისთვის, ვერ გპასუხობთ ყველას, ვარ მხნედ. ვრჩები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მაქვს ტვინის შერყევა და დაბეჟილობები. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად!“,- წერს "ფეისბუქზე" მამნიაშვილი. ცნობისთვის, 5 აპრილს გიორგი მამნიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვატო შაქარიშვილი და გოგა ხაინდრავა თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილმა დაწერა, რომ "შეურაცხყოფაზე რეაქცია" აუცილებლად იქნება და „ჭკუის სასწავლებელი“ უნდა იყოს. „ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში… იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი! ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, მეტიც ზედმეტად ბევრს ვითმენთ!!! იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება!“, - დაწერა „ფეისბუქზე“ შაქარიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)