|
2025-04-06 10:36:40, 1323 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - დუმილი იმაზე, რომ რუსეთი ბავშვებს ბალისტიკური იარაღით ხოცავს, სახიფათოა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ "რუსეთმა ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი". განცხადება მოჰყვა 4 აპრილს უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე განხორციელებულ რუსულ სარაკეტო თავდასხმას, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 18 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვი. "დუმილი იმაზე, რომ რუსეთი ბავშვებს ბალისტიკური იარაღით ხოცავს, მცდარი და სახიფათოა. ეს მხოლოდ ახალისებს კრემლის ბოროტმოქმედებს, რომ განაგრძონ ომი და კვლავ უგულებელყონ დიპლომატია. ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში მადლიერება გამოხატა იმ ლიდერების, საგარეო საქმეთა მინისტრებისა და საელჩოების მიმართ, რომლებმაც თავდასხმაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. "მსოფლიოს ბევრმა წარმომადგენელმა გამოხატა თავისი პოზიცია თავდასხმის შემდეგ. ყველას, ვინც ამას ხედავს და თვალს არ ხუჭავს. ამბობს სიმართლეს მკაფიოდ და ღიად მადლობა უნდა გადავუხადოთ". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. "უნდა მოვახდინოთ ზეწოლა მათზე, რეალური ზეწოლა, არ დავკარგოთ დრო ფუჭ ლაპარაკში. რათა ეს ომი დასრულდეს". - აღნიშნა ზელენსკიმ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)