|
2025-04-05 17:07:59, 975 ნახვა
მსოფლიო
სეულში სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
სეულში სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს. France 24-ის ცნობით, სეულის ქუჩებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის ათასობით მხარდამჭერი გამოვიდა, მას შემდეგ, რაც გუშინ სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ იოლის იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები ვადამდელი არჩევნების გაუქმებას მოითხოვდნენ და სკანდირებდნენ: „იმპიჩმენტი უსაფუძვლოა“. შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს იმპიჩმენტი 14 დეკემბერს გამოუცხადა. იოლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება გუშინ, 4 აპრილს სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. იუნ სუკ იოლის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები 60 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე პრემიერ-მინისტრი, ჰან დაკ-სუ გააგრძელებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)