|
2025-04-04 16:10:05, 882 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუტე - ისე გვჭირდება ნატო, როგორც არასდროს
ამ ორი დღის დისკუსიებიდან მიღებული კონსენსუსი არის ის, რომ მაშინ, როცა მსოფლიო უფრო და უფრო სახიფათო ხდება, ისე გვჭირდება ნატო, როგორც არასდროს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეალური საფრთხე ემუქრება. „ყველაზე პირდაპირი რუსეთისგან, მაგრამ სხვებისგანაც, სახელმწიფოსგან თუ არასახელმწიფოსგან ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთის ფლანგსა და კიბერსივრცეში - როგორი გამოწვევების წინაშეც არ უნდა ვიდგეთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ძალები და შესაძლებლობები, რათა შევაკავოთ აგრესია და დავიცვათ თავი, თუ ვინმე თავდასხმის განხორციელების შეცდომას დაუშვებს“, - აღნიშნა რუტემ. მისი თქმით, მთელი ალიანსისთვის ნათელია, რომ რუსეთი გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს, თუნდაც რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი დასრულდეს. რუტემ ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთთან დაკავშირებით გულუბრყვილო არავინაა“, მაგრამ აღნიშნა, რომ „ომის დასრულების შესახებ მოსკოვთან მოლაპარაკებები აუცილებელია“.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)